თავი 1. Access 2007-ის ობიექტური მოდელი
1.3. ფორმის ტიპები
ფორმის ტიპის შერჩევა ხორციელდება ფორმის თვისების Default View მნიშვნელობებიდან და ხორციელდება სპეციალური მართვის ელემენტების გამოყენებით. კერძოდ: ფორმის თვისებით Default View შეირჩევა ფორმის ტიპები: Single Form, Continuous Forms, Split Form, Dataseet, PivotTable, PivotChart. მართვის ელემენტით TabControl ხორციელდება მრავალგვერდიანი ფორმის დაპროექტება.
ერთსტრიქონიანი ფორმა (Single Form)
- ფორმაზე ერთდროულად მხოლოდ ერთი ჩანაწერის ნახვა შეიძლება. ფორმის ეს ტიპი გაჩუმებითაა მოცემული თვისებაში Default View;
ლენტური ფორმა (Continuous Forms)
- ფორმაზე ერთდროულად რამდენიმე ჩანაწერის ნახვა შეიძლება. უმრავლეს შემთხვევაში ლენტური ტიპის ფორმა გამოიყენება დამოკიდებული ფორმის როლში;
ფორმა ცხრილთან ერთად (Split Form)
- ფორმის თვისების Default View მნიშვნელობა აირჩიეთ მნიშვნელობა Split Form. ეს უზრუნველყოფს ფორმაზე მართვის ელემენტების დამატებით ცხრილის გამოტანას. ცხრილის მოთავსება მართვის ელემენტების ზედა ან ქვედა მხარეს ხორციელდება თვისებისთვის Split Form Orientation მნიშვნელობის მინიჭებით: Dataseet on Botton (ცხრილის მოთავსება მართვის ელემენტების ზედა მხარეს), Dataseet on Top (ცხრილის მოთავსება მართვის ელემენტების ქვედა მხარეს), Dataseet on Left (ცხრილის მოთავსება მართვის ელემენტების მარცხენა მხარეს), Dataseet on Right (ცხრილის მოთავსება მართვის ელემენტების მარჯვენა მხარეს). ცხრილის რედაქტირების ან კითხვის რეჟიმში დაყენება ხორციელდება თვისების Split Form Dataseet მნიშვნელობით: Allow Edits (რედაქტირება), Read Only (კითხვის რეჟიმი).
ფორმა ცხრილის სახით (Dataseet)
- ფორმაზე მონაცმები ცხრილის სახითაა წარმოდგენილი;
კრებსითი ფორმა და კრებსითი დიაგრამა (PivotTable, PivotChart)
- ფორმა წარმოდგენილია Excel-ის კრებსითი ცხრილის ანალოგურად, ხოლო აგებულია კრებსითი ფორმაში წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე;
მრავალგვერდიანი ფორმა ()
- თუ ფორმაზე დატანილი მართვის ელემენტების რაოდენობა არ თავსდება ეკრანზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება გადაფურცვლის ზოლები ან მრავალგვერდიანი ფორმა. მას გადაფურცვლის ზოლები არ გააჩნია და სარგებლობისთვის მოხერხებულია;
ფორმა ჩანართებით
- მართვის ელემენტით Tab Control ფორმაზე იქმნება ჩანართები.
ფორმა ღილაკებით
- Single Form ტიპის ფორმაა, იმ განსხვავებით, რომ მასზედ მხოლოდ ღილაკებია დატანილი;
ფორმა-ჩანართი
- ფორმა-ჩანართს უწოდებენ ფორმას, რომელიც გამოიტანება ბაზის გაღებისას და შეიცავს საცნობარო ინფორმაციას. ფორმა ეკრანზე გამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის გავლის შემდეგ გადაიმალება. ამ სახის ფორმა Single Form ტიპის ფორმაა ნავიგაციის ღილაკების, გადაფურცვლის ზოლების და სხვათა გარეშე. იგი მოდალურია და მცურავი;
დიალოგური ფორმები
დიალოგური ფორმა მომხმარებლის მიერ შემუშავებული ფორმის ძირითადი ტიპია. მისი საშუალებით ხორციელდება მონაცემების შეტანა, რედაქტირება, ძებნა, ძებნის შედეგების გამოტანა ფორმაზე. ფორმას გააჩნია ნავიგაციის ღილაკები, გადაფურცვლის ზოლები და ა.შ. დიალოგური ფორმა მოდალურია (თვისების Modal მნიშვნელობაა Yes). ფანჯრის ჩარჩოს ტიპს BorderStyle-ს მინიჭებული უნდა ქონდეს მნიშვნელობა Dialog. ამ დროს, მანამ დიალოგური ფორმა ღიაა სხვა ობიექტზე (ფორმაზე, ანგარიშგებაზე) ფოკუსის გადატანა შეუძლებელია. დაუშვათ გაღებული უნდა იქნეს ფორმა, რომლიდანაც გაღებული იქნება ანგარიშგება. ანაგრიშგების გაღების წინ ფორმაში შეტანილი უნდა იქნეს მნიშვნელობა, რომელიც როგორც პარამეტრი უნდა გადაეცეს ანგარიშგებას. ფორმა გაღებული უნდა იქნეს როგორც დიალოგური, წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმის გაღების შემდეგ გაგრძელდება პროგრამის შესრულება და ანგარიშგება გაიღება ვადაზე ადრე;
ფორმა ჩანართი დიალოგური ფორმაა. ასეთი ფორმის შესამუშავებლად:
- შექმენით ახალი ფორმა;
- ფორმის თვისებებს მიანიჭეთ მნიშვნელობები: Scrollbars (გადაფურცვლის ზოლები) – Neitheir, Record Selectors (გამოყოფის უბანი) – No, Navigation Buttons (ჩანაწერებზე გადასვლის ღილაკები) – No, Auto Resize (ზომის ავტომატური ცვლილება) – Yes, Auto Center (ცენტრის მიმართ გასწორება) – Yes, Border Style (ჩარჩოს ტიპი) – None, Close Button (დახურვის ღილაკი) – No, Min Max Buttons (ფორმის შემცირების და გადიდების ღილაკები) – No;
- ფორმის თვისებებს: Modal, PopUp მიუთითეთ მნიშვნელობა Yes. ამით ფორმა გახდება მოდალური და მცურავი;
- თქვენი შეხედულებისამებრ ფორმაზე დაიტანეთ სურათი, ტექსტი;
- ფორმის ტაიმერის მნიშვნელობაში Timer Interval ჩაწერეთ მილიწამების რაოდენობა (1წმ.=1000მილიწმ), რომლის გავლის შემდეგ ფორმა გადაიმალება ეკრანიდან;
- მოვლენის Timer დამუშავებაში ჩაწერეთ DoCmd.Close acForm, " Fcanarti"
- Access-ის პარამეტრების ფანჯარაში მიუთითეთ ფორმის სახელი, რომელიც უნდა გამოჩნდეს ეკრანზე ბაზის გაღებისთანავე. ამ მიზნით:
- მიეცით ბრძანება Office≫Access Options;
- გამოვა ფანჯარა, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Current Database;
- გამოვა ფანჯარა, რომელშიც ველში Display Form ჩაწერეთ ფორმა-ჩანართის სახელი. მაგალითად Fcanarti.
ამ წესებით შექმნილი ფორმა გამოჩნდება ეკრანზე და 3 წამის შემდეგ გადაიმალება (Timer Interval=3000)/სურ.1.8/